ბრიტანეთის პოლიციამ იულია სკრიპალის განცხადება გამოაქვეყნა

ბრიტანეთის პოლიციამ საკუთარ გვერდზე იულია სკრიპალის განცხადება გამოაქვეყნა – იულია და სერგეი სკრიპალები 4 მარტს ლონდონთან ახლოს სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
“ერთი კვირის წინ მოვედი გონებაზე და მოხარული ვარ გითხრათ, რომ ყოველ დღე უკეთესად ვარ. მადლობა ამ ინტერესისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ, მადლობა იმ უამრავი შეტყობინებებისთვის რომელიც მე მივიღე და სურვილისთვის მალე გამოვჯანმრთელდე” – წერია ტექსტში, ასევე, ის მადლობას უხდის სოლსბერის მოსახლეობას, რომელმაც მას და მამამისს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ასევე, სოლსბერის საავადმყოფოს ექიმებს ზრუნვასა და პროფესიონალიზმისთვის. წერილში იულია სკრიპალი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერს წერს.

banner
წინა სტატიაშიGoogle-ს თანამშრომლები მებრძოლი რობოტებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეწყვეტას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სპეცსამსახურებმა “ნოვიჩოკის” წარმომავლობა დაადგინეს