ბრიტანეთის პოლიცია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების მარშრუტს აქვეყნებს

 

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ რუსეთის ორ მოქალაქეზე სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო ევროპაში ძებნა გამოაცხადა. გამოქვეყნებულია მათი ფოტოები. უწყებაში ისინი იდენთიფიცირებული არიან როგორც “ალექსანდრ პეტროვი” და “რუსლან ბოშიროვი”, თუმცა, გამომძიებლები თვლიან, რომ ეს მათი ნამდვილი სახელები არ არის.
გამოძიებისას ბრიტანეთის პოლიციამ ეჭვმიტანილების მარშრუტი აღადგინა.

პარასკევი, 2 მარტი

15.00 – ეჭვმიტანილები ლონდონში მოსკოვიდან “აეროფლოტის” SU2588 რეისით ჩაფრინდნენ. მათაც პირველად აეროპორტის კამერები აფიქსირებენ.
17.40 – ეჭვმიტანილები ლონდონში სადგურ “ვიქტორიაზე” მიდიან მატარებლით.
18.00 – მოგვიანებით ისინი მიდიან ვატერლოოში, სადაც კამერები აფიქსირებენ.
19.00 – წყვილი სასტუმრო City Stay Hotel-ში მიდის, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მათ იქ ღამე გაათენეს.

შაბათი, 3 მარტი

11.00 – ეჭვმიტანილებმა სასტუმრო დატოვეს და დაახლოებით 45 წუთში მეტრო “ვატერლოოსთან” გაჩნდნენ.
14.25 – ამ დროს სოლსბერიში ლონდონიდან ჩამოვიდა მატარებელი, სადაც პეტროვი და ბოშიროვი იმყოფებოდნენ.
16.11 – ეჭვმიტანილები ლონდონში ბრუნდებიან. პოლიციის მონაცემებით, ამ დროს მამაკაცებმა ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები.
20.05 – ეჭვმიტანილები დაბრუნდნენ სასტუმროში.

კვირა, 4 მარტი

8.00 – მამაკაცებმა დატოვეს სასტუმრო და იმავე მარშრუტით გაემგზავრნენ სოლსბერიში, როგორც წინა დღეს.
11.48 – ვიდეოკამერებმა გადაიღეს, როგორ ჩავიდნენ მამაკაცები სოლსბერის სადგურზე.
11.58 – მამაკაცებს კამერები აფიქსირებენ უილტონ როუდზე – სერგეი სკრიპალის სახლთან ახლოს. პოლიცია ირწმუნება, რომ ზუსტად ამ დროს გაავრცელეს მათ “ნოვიჩოკი”.
13.05 – კამერებმა მამაკაცების უილტონ როუდიდან ფიშერტონ როუდზე გადაადგილება დააფიქსირეს.
13.08 – სამ წუთში ისინი ისევ ფიშერტონ როუდზე გამოჩნდნენ და ვაგზლისკენ წავიდნენ.
13.50 – სოლსბერის რკინიგზის სადგურთან მდებარე კამერებზე მოხვდნენ ისევ.
16.45 – ეჭვმიტანილები სოლსბერიდან ვატერლოოში დაბრუნდნენ.
18.30 – ჰიტროუს აეროპორტში მიდიან.
19.28 – ეჭვმიტანილებს პასპორტ-კონტროლის გავლისას კამერები აფიქსირებენ ჩანთებით ხელში.
22.30 – “აეროფლოტის” SU2585 რეისი მოსკოვში ბრუნდება პეტროვთან და ბოშიროვთან ერთად.

უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია “ნოვიჩოკით” 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთი მომხდარში კრემლს ადანაშაულებს. ბრიტანეთის პოზიციას მისი მოკავშირეები იზიარებენ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – საპრეზიდენტო არჩევნებსა და მხარდაჭერის საკითხზე პრაქტიკულად ჩამოყალიბებული ვართ
შემდეგი სტატია„კანაფის“ დათესვა-მოყვანისა და მარიხუანას უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებულ პატრულს პატიმრობა შეეფარდა