10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს მიყიდვას კრძალავს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოს აღარ მიჰყიდიან.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ისტორიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების მიზანი 2009 წლის შემდეგ დაბადებულ პირებში მოწევის თავიდან არიდებაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი აცხადებს, რეფორმა სიცოცხლეებს გადაარჩენს და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას შეამცირებს.

კანონი შეეხება სხვა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებსაც და მათი მოწევა აიკრძალება სათამაშო მოედნებზე, სკოლებთან და საავადმყოფოებთან.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის უშიშროების სფეროში მინისტრების ხშირი როტაცია, მიუთითებს სისტემის არასტაბილურობაზე
შემდეგი სტატიანატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა