ბრიტანეთის პარლამენტმა მეის “ბრექზიტის” გეგმა არ მიიღო

რამდენიმე წუთის წინ ბრიტანეთის პარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით არ მიიღო გეგმა, რომელიც ბრიტანეთ-ევროკავშირმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ბრიუსელში მიიღო. ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კობინმა მაშინათვე მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენა, რამაც, შესაძლებელია მთავრობის გადაყენება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, დავამდელ არჩევნებს მოიტანეს, მეტიც, ამის შემდეგ, შესაძლებელია, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ხელახლა ჩატარდეს – “ბიბისი” წერს.
შეთანხმებას მხარი 432 დეპუტატმა არ დაუჭირა. 202-მა კი – მიიღო. “ეს მთავრობის კატასტროფული დამარცხებაა” – ჯერემი კობინმა თქვა.

ადრე გავრცელდა, რომ საპარლამენტო კენჭისყრის ჩავარდნისთვის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას ეხება, ბრიტანეთის მთავრობა გეგმა “ბე”-ზე უნდა გადავიდეს – ამ ინიციატივას კენჭი უყარეს.

25 ნოემბერს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის 585 გვერდიანი დოკუმენტი მიიღო, რომელზეც 13 ნოემბერს შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე მიღებული იქნა პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც ევროკავშირ-ბრიტანეთს შორის “ბრეკზიტის” შემდგომ ურთიერთობებს დაარეგულირებს.
დეკემბერში ბრიტანეთის პარალმენტში ხუთდღიანი დებატები გაიმართა. დოკუმენტს, რომელისთვისაც პარლამენტს კენჭი 11 დეკემბერს უნდა ეყარა, 15 იანვრისთვის გადადეს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 29 მარტიდან უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: კვლავ აფხაზეთის ეპარქიის ბედზე
შემდეგი სტატიაგიორგი მუხიგულაშვილი: ბესელიას უვადო მოსამართლეობა სურს უკანონო გარიგებებზე მხილებისგან თავის დასაცავად