ბრიტანეთის პარლამენტმა კემერონი ლიბიაში სამხედრო ჩარევის გამო გააკრიტიკა

ლიბიაში 2011 წელს ბრიტანეთის მხრიდან სამხედრო ჩარევა “მცდარ ვარაუდებზე დაყრდნობით და სიტუაციაში გაურკვევლად” დაიწყო – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოხსენებაშია ნათქვამი – The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც აღნიშნავენ, ბრიტანეთის მთავრობამ, კემერონის ხელმძღვანელობით, არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ ლიბიაში “მოქალაქეებისათვის უსაფრთხოების ზომები გაზრდილი იყო”. გარდა ამისა, მთავრობას უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ექსტრემისტული დაჯგუფებები ლიბიელი ლიდერის მოამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებით ისარგებლებდნენ.
კომიტეტის მოხსენებაში ასევე ნათქვამი, რომ ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო ჩარევამ კადაფის ჩამოგდებას შეუწყო ხელი, თუმცა, ამან ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საემიგრაციო კრიზისი გამოიწვია, ასევე ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელწმიფოს” პოზიციების გამყარებას შეუწყო ხელი ჩრდილოეთ აფრიკაში.
გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი მაშინდელ პრემიერს დევიდ კემერონს მიუძღვის – “”სიენენი” წერს, ამიტომ, კანონმდებლები თვლიან, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიბიასთან დაკავშირებით “შედეგობრივი სტრატეგიის შეუმუშავებლობის შესახებ იღებს პასუხისმგებლობას” .
6 ივლისს ბრიტანეთის მთავრობის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ 2003 წელს ერაყში შეჭრას საფუძვლად არ ედო არანაირი სამართლებრივი და ადეკვატური საფუძველი. ამ პერიოდში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იყო.

banner
წინა სტატიაშიჰაკერმა დემოკრატიული პარტიის მორიგი მასალები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაპარიზი და ბერლინი 2018 წლისათვის საერთო ევროპული არმიის შექმნაზე ფიქრობენ