ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატს სიჩქარის გადაჭარბების გამო ციხეში აგზავნიან

 

ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატს ფიონა ონასანიას სიჩქარის გადაჭარბების გამო სამი თვით ციხეში აგზავნიან. დეპუტატი 2017 წლის ივნისში პოლიცის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როცა ის 66კმ/საათით მოძრაობდა ზონაში, სადაც მხოლოდ 50კმ/სთ არის დასაშვები. დეპუტატმა, თავდაპირველად თქვა, რომ ის არ მართავდა მანქანას, თუმცა, შემდეგ პოლიციამ დაადასტურა, რომ იმის გარდა, რომ საჭესთან დეპუტატი იჯდა, ის, ასევე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აგზავნიდა მანქანის ტარებისას. ონასანიას სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ახლა მისი რაიონის ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, დეპუტატს ნდობის მანდატს გაუგრძელებენ, თუ არჩევნებს მოითხოვენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკარასინი: მოსკოვი საბაჟოს შესახებ რუსულ-ქართული რეგულაციის რეალიზაციას იწყებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსული გემის კაპიტნის დაკარგვის გამო საქმე აღიძრა