ბრიტანეთის პარლამენტი მოკლული დეპუტატის გამო სპეციალურად შეიკრიბა

ბრიტანეთის პარლამენტი დღეს სპეციალურად შეიკრიბა არდადეგების მიუხედევად, რომ ლეიბორისტ ჯო კოკსის ხსოვნისადმი პატივი მიეგო, რომელიც გასულ ხუთშაბათს მოკლეს.
ჯო ბერკოუმ, პარლამენტის სპიკერმა, ლეიბორისტებისა და კონსერვატორების ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში კოკსს “განსაკუთრებული პოლიტიკოსი” უწოდეს. “ქვეყანა მწუხარებამ გააერთიანა”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა.

გასულ კვირას კოქსის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
მასში ბრალდებულია 52 წლის ინგლისელი ტომას მეირი. შაბათს ის სასამართლოს წინაშე წარსდგა. როცა მოსამართლემ მას თავისი სახელის დადასტურება სთხოვა, ბრალდებულმა უპასუხა: “სიკვდილი მოღალატეებს, თავისუფლება ბრიტანეთს”.
დეპუტატის სიკვდილის შემდეგ მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა. მას ორი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: შევეხეთ პრობლემატურ საკითხებსაც, რომელიც ბიზნესს აქვს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართავს