ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის პეტიციას განიხილავს

ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის პეტიციას განიხილავს

5 (1)5 სექტემბერს, ბრიტანეთის პარლამენტი პეტიციას, Brexit-ის ხელახალი რეფერენდუმის შესახებ, განიხილავს – ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პარლამენტის პეტიციათა შესახებ კომისიამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯზე პეტიციის ბევრი ხელმომწერის გამო დათანხმდა -შესაბამის დოკუმენტს 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მიმართვა 23 ივნისს, ჯერ კიდევ პირველი რეფერენდუმის დასრულებამდე გამოქვეყნდა.
“დებატები პარლამენტის წევრებს საშუალებას მისცემს საკუთარი ამომრჩევლების შესახებ ისაუბრონ. დებატების შემდეგ, მთავრობის ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას” – განაცხადეს კომიტეტში. ამასთანავე, პარლამენტი არ განიხილავს ჩაატარონ თუ არა ხელახალი რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ – 9 ივლისს უკვე მიიღეს ამომრჩევლებმა ამის შესახებ პასუხი.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერი, ტერეზა მეი ხელახალი რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდის. “ზოგიერთმა პოლიტიკოსმა – დემოკრატიულად არჩეულმა პოლიტიკოსმა Brexit-ის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობამ რეფერენდუმის შედეგებს იგნორირება უნდა გაუკეთოს და ევროკავშირიდან არ უნდა გავიდეთ. აი, რას ვიტყვი. Brexit-ი, ესე იგი, Brexit-ი” – განაცხადა მეიმ.

რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 23 ივნისს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერებმა აღმოაჩინეს ორქიდეა, რომლის ყვავილიც ეშმაკის თავს გავს
შემდეგი სტატიაWikiLeaks-ის ინფორმატორის თვითმკვლელობის მცდელობაზე მისი ადვოკატები საუბრობენ