ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს სპეციალური განცხადება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2017 22:37

ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭოს სპეციალური განცხადება

ბრიტანეთში არსებული მუსლიმთა საბჭო, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მაჰმადიანური ორგანიზაციაა და რომელიც 500-მდე ადგილობრივ, საქალაქო, რეგიონალურ და ნაციონალურ დიასპორას აერთიანებს, რამდენიმე საათის წინ ლონდონში მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცახდებას ავრცელებს:

“ვესტმინსტერში მომხდარის გამო შოკირებული და დამწუხრებულები ვართ. ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას და თუმცა, ჯერ ადრეა მის მოტივებზე საუბარი, ჩვენი ფიქრები და ლოცვა დაშავებულებთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ პოლიციას და საგანგებო სამსახურებს მადლობას ვუხდით მომხდარზე მამაცურად რეაგირებისათვის. ვესტმინსტერის სასახლე ჩვენი დემოკრაციის გულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რომ მან ისევ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის სამსახური. ”

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ლონდონში მამაკაცმა ჯერ მანქანით გადაუარა ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი დანით ხელში პარლამენტში შესვლა სცადა. სამართალდამცველებმა მამაკაცი სამი ტყვიით მოკლეს. მედია გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე წერს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 22, 2017 22:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics