ბრიტანეთის მუქარა რუსეთს და ასადის რეჟიმს

,,ასადი რეჟიმის მიერ ალეპოს აღება, ჯერ კიდევ არნიშნავს სირიაში ომის დასასრულს,, აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი…
სირიის ქალაქ ალეპოში მიდმინარე კრიტიკულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტართა მიერ დასმულ კთხვებზე მოპასუხე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ,,ალეპოს დაცემის მიუხედავად ასადის რეჟიმი სირიის ტერიტორიის ორი-მესამედს ვერ აკონტროლებს,,
ჯონსონის განცხადებით… ,,რუსეთის მხრიდან გონივრული იქნება უზრუნველყოს ხელისუფლების გადაცემა და შეეჩვიოს იმ აზრს, რომ სირიაში მშვიდობა მხოლოდ ასადის რეჟიმის გარეშე დაისადგურებს,,
პარალერულად ბრიტანელმა მინისტრმა ისაუბრა იმ ბარბაროსულ ქმედებებზე, რასაც ამ დრომდე რუსეთი და ასადის რეჟიმი სჩადიან ალეპოში… ,,რუსეთი და მისი ავიაცია, გაეროს მისიას არ აძლევენ საშუალებას, რომ ალეპოში ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას, ჰაერიდან კვების პაკეტები ჩამოუგდონ,,
ბორის ჯონსონმა ბრიტანულ პარლამენტს შეახსენა იმ შეცდომის შესახებ, რომელიც 2013 წელს, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში ბრიტანული ძალების მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა და რითაც რუსეთმა ისარგებლა… ,,ამით ინგლისის გავლენა ამ რეგიონზე ძალიან შემცირდა… რაც უნდა გამოსწორდეს,, განაცხადა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაში(video) პუტინმა იაპონელი ჟურნალისტები იაპონური ძაღლით შეაშინა
შემდეგი სტატია(video) უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი