ბრიტანეთის მთავრობა: სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული საწამლავი თხევადი იყო

საწამლავი, რომელიც უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, სოლსბერიში თხევადი სახით ჩაიტანეს -ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამთავრობო დეპარტამენტმა გაავრცელა. უწყების მონაცემებით, მოსაწამლად გამოიყენეს “ნოვიჩოკის” მცირედი დოზა. ასევე, სამთავრობო დეპარტამენტი ავრცელებს, რომ უახლოს მომავალში სოლსბერიში სპეციალური პრეპარატებით გამწმენდი სამუშაოები ჩატარდება, რადგანაც, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებები დროთა განმავლობაში არც ორთქლდება და არც ქრება.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს ლონდონთან ახლოს მდებარე ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბა ასადს სირიის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ს მოქმედებებს გმობს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ