ბრიტანეთის მთავრობა ევროპელებს მასობრივი დეპორტაციით ემუქრება

იმ შემთხევვაში, თუკი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ქვეყნის ტერიტორიიდან დაახლოებით 3 მილიონ ევროპელს გაადეპორტებენ – ამის შესახებ სამეფოს შს სამინისტროში განაცხადეს – The Telegraph- წერს.
ლორდთა პალატაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა დასვა შეკითხვა, ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა ავტომატურად დატოვოთ ქვეყანაში ის ევროპელები, რომლებიც აქ უკვე დამკვიდრდნენ. შოტლანდიის გენერალურმა პროკუროტმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ თუკი მსგავი რამ მოხდება, ევროკავშირის კანონებიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში გადეპორტება.
შს სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ ეს ქვეყნის ოფიციალური პოზციაა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს 23 ივნისს ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარი 2.2003 ლარია
შემდეგი სტატია„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს