ბრიტანეთის მთავრობა Brexit-ის შესახებ შეთანხმების მიღებას ივლისამდე გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა Brexit-ის შესახებ შეთანხმების მიღებას ივლისამდე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანელი დეპუტატები, რომელთაც ევროპარლამენტში აირჩევენ, ევროპარლამენტში მართლაც დაიკავებენ ადგილს.
მთავრობის სხდომაზე მინისტრები შეთანხმდნენ ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასთან მოლაპარაკებები გააგრძელონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია პარლამენტს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმება მიიღოს. საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურმა, ასევე, დააზუსტა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ პარლამენტის საზაფხულო არდადეგებამდე ნებისმიერი გეგმა მიიღონ. “ტერეზა მეი მუშაობს იმაზე, რომ შეთანხმება, რაც შეიძლება მალე მიიღოს” – ბრიტანული მედია ავრცელებს.
ევროპარლამენტის არჩევნები ბრიტანეთში 23 მაისს გაიმართება. ახალი ევროპარლამენტი 2 ივლისს შეიკრიბება.

banner
წინა სტატიაშიბოსნიასა და ხორვატიაში წყალდიდობაა (ფოტო)
შემდეგი სტატიაგერმანიაში მანქანის შემოწმებისას ორ მილიონიანი Ferrari გაიტაცეს