ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა “ინსტაგრამზე” გვერდი გახსნა

ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა MI-5-მა “ინსტაგრამზე” გვერდი გახსნა, რომ მის გარშემო არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს, მათ შორის იმის შესახებ, რომ მისი თანამშრომლები “მარტინის” მოყვარულები არიან, როგორც ეს ჯეიმს ბონდის ფილმებშია ნაჩვენები.

გვერდი @mi5official კითხვა-პასუხის ფორმატში იმუშავებს, მომხმარებლებთან დიალოგს კონტრდაზვერვის მოქმედი ოფიცრები წარმართავენ. გარდა ამისა, გვერდზე გამოქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების შეასხებ. ასევე, სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ რამდენიმე ადრე გასაიდუმლოვებული მასალა გამოქვეყნდება, რომელიც უწყების 112 წლიანი მუშაობის ისტორიის თავისებურებებს ასახავს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიკვლევის თანახმად, 11 მოსამართლის დიპლომი კითხვის ნიშნის ქვეშაა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – როგორ შეიძლება, მადლიერების ნაცვლად, ადამიანს მოღალატე უძახო