ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლი მოდელი გახდა

15 წლის უკბილებო ძაღლი სახელად ჩეიზი, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლის სტატუსს ფლობს, სამოდელო სააგენტომ აიყვანა კონტრაქტის საფუძველზე – ამის შესახებ “მეტრო” წერს. ძაღლს კატარაქტა აქვს და გამელოტებულია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სამოდელო სააგენტო Model Direct-ში მოხვედრილიყო, რომელიც ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა M&S, Disney, MAC და Pets at Home. ძაღლის პატრონი შტორმ შაილერი ძაღლის ახალი იმიჯით კმაყოფილია. ჩეიზიმ 2017 წელს კონკურსში “ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში” მესამე ადგილი აიღო. კონკურსი 1961 წლიდან ტარდება.

banner
წინა სტატიაში“ნოვიჩოკის” გამომგონებლის დასკვნები სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებულ ნივთიერებაზე
შემდეგი სტატიაემიგრაცია ფაქტები, არასწორი მიდგომა და პანიკა