ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პარლამენტში ადგილი დაკარგა

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატორმა ლიზ ტრასმა პარლამენტში ადგილი დაკარგა.

არსებული მონაცემებით, სამხრეთ-დასავლეთ ნორფოლკის ოლქში ლეიბორისტმა, ტერი ჯერმიმ გაიმარჯვა, რომელმაც 11 847 ხმა მიიღო, ლიზ ტრასმა კი – 11 217.

2019 წელს ლიზ ტრასმა დიდი უპირატესობით – 26 195 ხმით გაიმარჯვა. ლიზ ტრასი ბრიტანეთის მთავრობას ორი წლის წინ, 2022 წლის 6 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.

ბრიტანული მედიის შეფასებით, 2022 წელს ლიზ ტრასის ქაოტურმა მინიბიუჯეტმა ფინანსური არეულობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითათია ნიკოლაშვილი: ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსული კანონის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე
შემდეგი სტატია78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე