ბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი: ერაყში ომი არაკანონიერი იყო

ჯონ პრესკოტმა, რომელიც 2003 წელს ერაყის სამხედრო კამპანიის დაწყებისას ბრიტანეთის ვიცე-პრემიერის პოსტზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ამერიკა-ბრიტანული კოალიციის ერაყში შეჭრა, არაკანონიერი იყო.

ბრიტანულ Sunday Mirror-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მას ამ “კატასტროფული გადაწყვეტილებით” ცხოვრების ბოლომდე მოუწევს არსებობა.
ლორდ პრესკოტმა განაცხადა, რომ ახლა ის “ღრმა განცდით და მონანიებით” ეთანხმება გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყში შეჭრას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა.

“ძალიან მაღელვებდა ის, თუ როგორ აწარმოებდა ტონი მთავრობაში საქმეებს. ჩვენ ძალიან ცოტა წერილობითი მტკიცებულება გვქონდა გადაწყვეტილების მისაღებად” – განაცხადა მან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიტონი ბლერს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაფონდმა „ქართუმ“ BLACK SEA ARENA სახელმწიფოს გადასცა