ბრიტანეთის ყოფილი რუსი აგენტი მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიტანული მედიის ცნობით, 5 მარტს ქალაქ სოლსბერის ჰოსპიტალში, უცნობი ნივთიერებით მოწამლული 2 ადამიანი მიიყვანეს, რომელთაგან ერთი 30 წლამდე უცნობი ქალბატონია, ხოლო მეორე – რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი, რომელიც ადრე, რუსეთში, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო გაასამართლეს. სერგეი სკრიპალი, 2004 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და მას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 6 წლის შემდეგ – 2010 წელს, ის, იმჟამინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა, სამშობლოს ღალატში დადანაშაულებულ 4 სხვა მსჯავრდადებულთან ერთად, ის ვითომდაც შეიწყალა, სინამდვილეში კი, ისინი აშშ-ში დაკავებულ 10 რუს ჯაშუშზე გადაცვალეს, რის შემდგომაც სკრიპალი საცხოვრებლად ბრიტანეთში დარჩა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ლონდონში, ასევე რუსეთის უშიშროების ყოფილი წარმომადგენელი ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელსაც რუსეთის პეზიდენტის მიმართ მრავალი კოპრომატი ჰქონდა გატანილი, საშიში ქიმიური ნივთიერებით, პოლონიუმ 210-თ მოწამლეს.

ქალაქის ცენტრი რამდენიმე ხნით გადაიკეტა, სპეცტანსაცმელში ჩაცმულმა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩებს დეზინფექცია გაუკეთეს. გარდა ამისა, პოილიციამ სკრიპალის სახლი გაჩხრიკა.
მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირუსები თურქეთში ბირთვული რეაქტორის მშენებლობას იწყებენ
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფერედაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა