ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი​ გიორგი გახარიას მადლობას უხდის

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2019 21:12

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი​ გიორგი გახარიას მადლობას უხდის

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი, ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის – ჯეკ შეპარდის საქართველოში დაკავებას საკუთარი twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს პოლიციას და მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული ხელშეწყობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.

“გამოვხატავ ჩემ დიდ მადლიერებას გიორგი გახარიასა და ქართული პოლიციის მიმართ, ძებნილი ბრიტანელის – ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული ხელშეწყობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდი ბრიტანეთის ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოს (National Crime Agency), მეტროპოლიტენის პოლიციას (UK metropolitan police) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.” – წერს მინისტრი ჯერემი ჰანთი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში, 23 იანვარს დააკავა. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეპარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2019 21:12

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,099
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics