ბრიტანეთის ელჩი: საქმე გვაქვს ნამდვილ, “ცოცხალ დემოკრატიასთან”

დიდი ბრიტანეთის საელჩო, საერთაშორი დამკვირვებლის მანდატით 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდება.

ამასთან დაკავშირებით, დიპლომატიური წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასთინ მაქენზი სმიტმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობასა და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

“8 ოქტომბერს, ბევრმა ჩვენგანმა საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მოვახერხეთ თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მიმდინარეობისთვის თვალი გვედევნებინა. ეს ყოველთვის საინტერესო პროცესია, ვინაიდან საქმე გვაქვს ნამდვილ, “ცოცხალ დემოკრატიასთან”. ვგეგმავ იგივე გავაკეთო 30 ოქტომბერსაც, როდესაც ბევრ ოლქში, მეორე ტურები გაიმართება. იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად გამონახავენ დროს და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან”, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა