ბრიტანეთის ელჩი: გულთან ახლოს მიგვაქვს და ვიზიარებთ იმ დანაკარგებს, რომლებიც განიცადეთ

news
ავტ.: news მაისი 11, 2016 17:41

ბრიტანეთის ელჩი: გულთან ახლოს მიგვაქვს და ვიზიარებთ იმ დანაკარგებს, რომლებიც განიცადეთ

დიდი ბრიტანეთის ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, ამაყია, რომ ბრიტანეთი დღეს დაწყებულ სამხედრო წვრთნებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს.

ბრიტანეთის ელჩმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ქართულ-ამერიკული სწავლება – “ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წვრთნების მნიშვნელოვნებას ხაზი გაუსვა.

“დიდი პატივი და სიამაყის საფუძელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად ვმონაწილეობთ აღნიშნულ წვრთნებში, რომელსაც “ღირსეული პარტნიორი” ეწოდება. უმნიშვნელოვანესი წვრთნები იმართება დღეს. ეს საშუალებას მოგვცემს, საქართველოს ასეულმა მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს სტანდარტების სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში. ეს გახლავთ იმის გამოხატულება, თუ რა მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, რომელმაც ისედაც მაღალი რეპუტაცია დაიმსახურა”, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მოხარულია, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, მონაწილეობას მიიღებს ამ წვრთნებში.

“ჩვენ გულთან ახლოს მიგვაქვს და ვიზიარებთ იმ დანაკარგებს, რომლებიც თქვენ განიცადეთ. მოხარული ვარ, რომ თქვენი დაჭრილი ვეტერანები, მონაწილეობენ თამაშებში და ფრენბურთის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება. ჩვენ და თქვენ, ღირსებული პარტნიორები ვართ”, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ წელს მეორედ იმართება და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეალიზების ძალებში მონაწილეობისათვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზანად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება, რომელშიც 1 300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი.

news
ავტ.: news მაისი 11, 2016 17:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics