რუსული კერძო სამხედრო კომპანიები უკრაინაში საბრძოლველად ქალების რეკრუტირებას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაზვერვის ანგარიში 30 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გაავრცელა. მათი ცნობით, რუსეთში ბილბორდებსა და სოციალურ ქსელებში ბოლო დროს გამოჩნდა რეკლამები, რომლებიც ქალებს კერძო სამხედრო კომპანიებში დასაქმებისკენ მოუწოდებენ. რუსეთში ქალების რეკრუტირება კერძო სამხედრო კომპანია რედუტის ბატალიონებისთვის დაიწყეს.
რუსული მედიის ცნობით, ქალებს რუსული კერძო სამხედრო კომპანიები სნაიპერად ან დრონების მართვის ოპერატორებად იყვანენ.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსების აზრით, კერძო სამხედრო კომპანია რედუტი რუსული დაზვერვის მთავარი დირექტორატიდან ფინანსდება.