ბრიტანეთის დაზვერვა – უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში შეტევას განაგრძობენ, რუსეთი კი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში შეტევას განაგრძობენ, რუსეთი კი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება. შესაბამის ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სევერსკის მიმართულებით, მოწინავე პოზიციებიდან დაახლოებით რვა კილომეტრში სავარაუდოდ სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს. როგორც ჩანს, რუსეთის ძალებმა შეტევა შეაჩერეს დონეცკის ოლქში ახალი თავდასხმების დაწყებამდე მარაგების შესავსებად.

ამასთან, ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის ძალების უშუალო ტაქტიკური სამიზნე იყოს სევერსკი, ვინაიდან რუსეთი ცდილობს, წინ წაიწიოს ყველა სავარაუდო შუალედურ მიზანთან – სლავიანსკისა და კარამატორსკის დასახლებულ რაიონთან.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს
შემდეგი სტატიალავროვი – თუ დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურს, მაშინ ალბათ, დასავლეთთან სალაპარაკო არაფერია