ბრიტანეთის დაზვერვა – არსებობს რეალური ალბათობა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო

არსებობს რეალური ალბათობა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ, რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული არაზუსტი ქმედებები სამოქალაქო პირებში შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს.

„რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებისას თანდათანობით წინსვლას აგრძელებენ. 25 ივნისიდან, რუსული ძალები ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, ქალაქის სამხრეთით კიდევ 2 კილომეტრით დაწინაურდნენ. არსებობს რეალური ალბათობა, რომ 27 ივნისს, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო. შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებისას, რუსეთის არაზუსტ ქმედებებს წინა შემთხვევებში სამოქალაქო პირების მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, 9 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმისას. თითქმის განსაზღვრულია ის ფაქტი, რომ რუსეთი დარტყმებს გააგრძელებს, რათა უკრაინის ფრონტის ხაზის ძალების მომარაგება შეაჩეროს. რუსეთის მიერ უფრო თანამედროვე, ზუსტი თავდასხმის იარაღის დეფიციტი და დამიზნების ხარვეზები დიდი ალბათობით, სამოქალაქო პირების შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიგლდანულაში, N7–7ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა