ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამხედრო დახმარება მოიცავს მოდერნიზებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაკრებს.

ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს აღჭურვილობა განკუთვნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას “მამაცი თავდაცვის” გარდა, დაკარგული ტერიტორიის აღდგენაში.

ოთხშაბათს მადრიდში, ნატო-ს ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ მეტი თანამედროვე საბრძოლო სისტემები და არტილერია.

“რადგან პუტინი ვერ ახერხებს იმ მიზნების მიღწევას, რასაც ელოდა და რისი იმედიც ჰქონდა, და ამ ომის ამაოება ყველასთვის ნათელი ხდება, მისი თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სულ უფრო ბარბაროსულია. დიდი ბრიტანეთის იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნა ცვლის უკრაინის თავდაცვას ამ თავდასხმისგან”, – თქვა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის გუბერნატორი – ქალაქი ლისიჩანსკი მუდმივი დაბომბვების ქვეშ არის
შემდეგი სტატიაიაპონია უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს