ბრიტანეთი RT-ს ობიექტურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის მედიარეგულატორმა Ofcom-მა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსული ტელეკომპანია RT ობიექტურობის პრინციპს არღვევს. გამოძიება ჩატარდა RT-ს სამი პროგრამის გამოშვებებზე, სადაც საუბარი იყო სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე. RT-ს გადაცემებში რეგულატორმა შვიდი დარღვევა აღმოაჩინა, რომლებიც ბრიტანეთის მაუწყებლობის შესახებ კოდექსს არღვევენ. “ჩვენ ვაცნობეთ RT-ს, რომ კანონის შესაბამისად სანქციების გამოყენებას ვაპირებთ” – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მედიარეგულატორის გადაწყვეტილებით “ძალიან იმედგაცრუებულები” არიან – “დოიჩე ველე” წერს.
RT ბრიტანეთში 2011 წლიდან მუშაობს. მთელი ამ ხნის მანძილზე Ofcom-ს არა ერთხელ დაუდანაშაულებია ტელეკომპანია მაუწყებლის შესახებ კოდექსის დარღვევაში.

banner
წინა სტატიაშიმაროკომ გერმანია შესაძლო ტერაქტზე გააფრთხილა
შემდეგი სტატიალონდონი და ვარშავა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას აძლიერებენ