13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს

„პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთი მომავალ კვირას მოკავშირეებს შეხვდება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილოს ირანისთვის გადასახადის გადახდის გარეშე.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, 41 ქვეყნის წარმომადგენელი პირველად შეიკრიბება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ჰორმუზის სრუტის საკითხზე ვირტუალურ შეხვედრას დიდმა ბრიტანეთმა 2 აპრილსაც უმასპინძლა, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ახლა მოლაპარაკებები უფრო დაბალ დონეზე გაიმართება. მოლაპარაკებები შეეხება კოორდინირებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომებს, მათ შორის შესაძლო სანქციებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე, მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილება მკაცრად გამოხატა
შემდეგი სტატიადაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური: საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით