ბრიტანეთი: ლიბერალ-დემოკრატებმა მარიხუანას ნაწილობრივ ლეგალიზებას მიაღწიეს

ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატები ლიცენზირებულ შენობებში მარიხუანას გაყიდვის ინიციატივით გამოდიან.
პარტიის აზრით, მსუბუქი ნარკოტიკისადმი გამოცხადებული ომი, პრინციპში, მარცხით დასრულდა და მან მხოლოდ სამართალდამცველებს ნამდვილ დამნაშავეებთან ბრძოლაში შეუშალა ხელი.

ისინი ასევე თვლიან, რომ ადამიანებს, რომელთაც მარიხუანას გამო ნასამართლეობა აქვთ, ის უნდა მოეხსნას.
პარტია მთავრობას მარიხუანას დარეგულირებული ბაზრის შექმნას სთავაზობს, რომ 18 წლამდე პირებისადმი მიყიდვის აკრძალვის გაკონტროლება შეძლონ.
შსს მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პარტიის მიერ შემოთავაზებული კანონი ეფექტურია და ნარკოტიკების მოხმარებასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.
მარიხუანა ბრიტანეთსი ბ კატეგორიის ნარკოტიკებს მიეკუთვნება. მისი ქონისთვის პირის, შესაძლებელია, 5 წლამდე თავსიუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ჯარიმა არ არის ფიქსირებული.
მარიხუანას მოყვანისა და გავრცელებისთვის კი 14 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კემერონს აქცენტის გამო დასცინეს
შემდეგი სტატიაThe Rolling Stones-ის ყოფილ ბასისტს პროსტატის კიბო აღმოუჩინეს