ბრიტანეთი ჯანმოსთან ერთად “პანდემიური რადარის” შექმნას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად “პანდემიური რადარის” სისტემის შექმნას გეგმავს, რომელიც გლობალური მასშტაბით კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფად ამოცნობას და ახალი ინფექციური დაავადებების გამოვლენას შეძლებს. “ვირუსმა, რომელიც ჩვენთან უკონტროლოდ ვრცელდება, მეტჯერ ვერ უნდა შეძლოს მსოფლიოს განადგურება. აუცილებელია დაავადებებზე ისეთი ეპიდზედამხედველობის შექმნა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს შეესაბამება”- ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში 166 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდ-19-ით. მათგან 3,4 მილიონი გარდაიცვალა, 146 მილიონი გამოჯანმრთელდა – 21 მაისს Worldometer-ი ავრცელებს – წერს “დოიჩე ველე”.

ევროპაში ვაქცინაციისა და მთელი რიგი შეზღუდვების შედეგად პანდემიის მართვა წარმატებით მიმდინარეობს. ამავე დროს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მძიმე პანდემიური მდგომარეობაა.

ნეპალის მთავრობამ მსოფლიო თანამეგობრობას პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების თხოვნით მიმართა. ევროკავშირის ქვეყნებმა ნეპალს სხვა საჭიროებებთან ერთად 77 ხელოვნური ვენტილიაციის აპარატი, ჟანგბადის ბალონები და 2,4 მილიონი ნიღაბი გაუგზავნეს.
ინდოეთში გასული 24 საათის მანძილზე 259 551 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 4209 ადამიანი. სულ ქვეყანაში 26 031 991 პირია კოვიდ-19-ით ინფიცირებული. გარდაცვლილია 291 331 პირი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიალაშა ჩხარტიშვილმა “ნამოხვანჰსის” პროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა