ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას აპირებს

15064210_674667556026768_2038340496_oბრიტანეთის პარლამენტის 80 წევრი თემთა პალატაში ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნების შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით კენჭისყრის მოწყობას აპირებს-ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ იდეის ავტორი ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერ ტიმ ფორონი გახლავთ. თანაპარტიელების გარდა, ფორონს მხარი დაუჭირეს შოტლანდიელთა ნაციონალური პარტიისა და ლეიბორისტთა წარმომადგენლებამაც.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა ,,ბრექსიტს,, 23 ივნისის რეფერენდუმზე უყარა კენჭი, თუმცა ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ 3 ნოემბერს რეფერენდუმის შედეგების რეალიზებისათვის პარლამენტის თანხმობამდე ევროკავშირიდან გასვლა არაკანონიერად სცნო… ლონდონის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის მოქმედი მთავრობა ასაჩივრებს, რის გამოც ახალი პროცესი 5 დეკემბერს დაიწყება. მანამდე კი – ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლებელი ევროკავშირში დაბრუნებასთან დაკავშირებით ახალი რეფერენდუმი დანიშნოს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ჩვენ ყველაზე დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არ გვჭირდება
შემდეგი სტატია14 ნოემბერს დედამიწაზე ყველაზე დიდი მთვარე გამოჩნდება