ბრიტანეთი დღეიდან სირიის კონფლიქტში ჩაერთვება…

ბრიტანეთის პარლამენტის თემტა პალატაში ჩატარებული კენჭისყრით, პრემიერი დევიდ კემერონის ინიციატივას, ბრიტანულმა ავიაციამ სირიის კონფლიქტში ჩართვის უფლება მიიღოს, თანხმობა მიეცა…

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის 397 დეპუტატმა – 223-ს წინააღმდეგ, 10 საათიანი დებატების შემდეგ, ხმა მისცა ბრიტანული ავიაციის უფლებას – სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა ავიაციამ, 3 დეკემბერს ღამის 01:00 საათიდან, კვიპროსზე არსებული სამხედრო ბაზიდან უკვე რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახორციელა სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციებზე.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიტერორისტული თავდასხმა აშშ-ში… მოკლულია 14 ადამიანი…
შემდეგი სტატიაკალიფორნიელი ტერორისტებიდან ერთი მოკლეს, ერთი კი – დააკავეს…