ბრიტანეთი დათანხმდა “საპასუხო ზომები” მიღებაზე

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სირიაში აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება ქიმიური იარაღის სამომავლოდ გამოყენების გამორიცხვისთვის – სამთავრობო განცხადებაშია ნათქვამი – “რამდენიმე წუთის წინ “ბიბისიმ” გაავრცელა.
ხუთშაბათს პრემიერ-მინსიტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო სხდომა გამართა, რომელიც სირიაში სავარაუდო ქიმიურ შეტევას ეხებოდა.

“ბიბისის” წყაროები ამბობენ, რომ მეი მზად არის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ პარლამენტის ნებართვის გარეშე ზომები მიიღოს. ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ დიდი ალბათობით ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებელია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი. კაბინეტი კონსესუსამდე მივიდა, რომ აუცილებელია გადამწყვეტი პასუხის გაცემა. ამისთვის ბრიტანეთი თავიანთ მოკავშირეებთან, აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად იმოქმედებს – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს გერმანიამ უკვე განაცხადა უარი საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე.

banner
წინა სტატიაშიპოლ რაიანი: ტრამპს სირიაში ძალის გამოყენების უფლებამოსილება აქვს
შემდეგი სტატიაეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა