ბრიტანეთი ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს – საელჩო

ბრიტანეთი ცხინვალში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადებას X-ზე ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

“ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

***

ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვიაც. განცხადებაში ლატვია რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიას მოუწოდებს, უკან წაიღონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარება”, ასევე, მიმართავს რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ “არჩევნებს” გმობს ისლანდიაც.

“რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ასევე დაგმო ე.წ. არჩევნები.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება
შემდეგი სტატია“ევროპარლამენტის არჩევნები დაახლოებით იმ შედეგით დასრულდება, როგორი შედეგითაც წინა მოწვევის იყო დაკომპლექტებული” – ფოფხაძე