ბრიტანეთი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ბრიტანეთი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველ ატომურ ელექსტო სადგურს ააშენებს

6ფრანგული ელექტრო-გიგანტის, EDF-ის დირექტორთა საბჭომ, დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა.
კომპანია, ატომური ელექსტროსადგური “ჰინკლი პოინთის” მშენებლობის დიდ ნაწილს დააფინანსებს – პროექტი სომერსეტის საგრაფოში განხორციელდება და ის 23,6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ხარჯების მესამედს ჩინელი ინვესტორები დაფარავენ.
პროექტის დამტკიცების შემდეგ, კომპანიის პრეზიდენტი მშენებლობის დასაწყებად საჭირო დოკუმენტებს მოაწერს ხელს.

მარტში, ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმის გამო თანამდებობა დატოვა EDF-ს დირექტორმა ტომას პიკემალმა. მანადე, ერთი თვით ადრე, პოსტი დატოვა პროექტის დირექტორმა, კრის ბაკენმა.

სავარაუდოდ, ატომური ელექტროსადგური პირველ ელექტროენერგიას 2025 წელს გამოიმუშავებს. ინვესტიცია შესაძლებელს გახდის 25 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციის ვადა 60 წლით არის განსაზღვრული -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაეროს თავდაცვის ხარჯების 48%-ით გაზრდის შესახებ აცნობა
შემდეგი სტატიააშშ თურქეთისგან მედიის მასობრივად დახურვის გამო ახსნა-განმარტებებს ელოდება