ბრიტანეთი: 30 წლამდე ასაკის პირებს “ასტრა-ზენეკას” ნაცვლად სხვა ვაქცინა უნდა შევთავაზოთ

ასტრაზენეკა

ბრიტანულმა მარეგულირებელმა MHRA დღეს განაცხადა, რომ 30 წლამდე პირებს ალტერნატიული ვაქცინა უნდა შესთავაზონ და არა “ასტრა-ზენეკა”, რადგანაც თრომბოზების რაოდენობა მატულობს, რომელიც ამ ვაქცინასთან არის დაკავშირებული. “საზოგადოებრივი უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია” – სააგენტოს წარმომადგენლმა დოქტორ ჯუნ რეინმა თქვა – “ბიბისი” წერს.

ბრიტანული მარეგილირებლის MHRA-ს მონაცემებით, 31 მარტისთვის “ასტრა-ზენეკათი” 20 მილიონი ადამიანი იყო აცრილი, აქედან 79 შემთხვევში თრომბოზი განვითარდა, 51 – ქალში და 28 – მამაკაცში, 18-დან 79 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, მათგან 19 პირი გარდაიცვალა.

ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არა აქვთ ზუსტი მამტკიცებელი იმისი, რომ ვაქცინა იწვევს ამ მდგომარეობას, თუმცა კავშირი თანდათან იკვეთება. ქალთა შორის თრომბოზების უმეტესობა 60 წლამდე ასაკში განვითარდა.

სპეციალისტების აზრით, თრომბოზებისა და დაბალი თრომბოციტების კავშირი იმუნური სისტემის რეაქცია შეიძლება იყოს, რომელიც იმ მდგომარეობას გავს, როგორიცაა ჰეპარინის მიღებით გამოწვეული თრომბოციტოპენია.

თავის მხრივ, ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნოლოგიის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესორმა ვეი შენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: 1. მნიშვნელოვანია მათთვის ვინც აცრა უნდა გაიკეთონ და ექიმებისთვის ინფორმაციის განახლება მოხდეს; 2. მათ, ვინც “ასტრა-ზენეკას” პირველი დოზა გაიკეთა, მეორეც იგივე ვაქცინა უნდა მიიღონ. 3. 18-29 წლის ასაკის პირებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვთ, უნდა შევთავაზოთ არა “ასტრა-ზენეკა”, არამედ ალტერნატიული ვაქცინა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიზვიად კორძაძე: გააზრებაც კი მზარავს, მრცხვენია, უსუსურობის განცდა მაქვს
შემდეგი სტატიათურქეთში ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს