ბრიტანელმა შემთხვევით ავტობუსი იყიდა

ბრიტანელმა ტურისტმა შვედური ფირმა Scania-ს ავტობუსი, იბიცას კლუბში გატარებული ღამის შემდეგ, შემთხვევით იყიდა – ამის შესახებ დევიდ ლიტლმა, რომელიც დარემის საგრაფოდან არის, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მამაკაცის თქმით, ინციდენტი 24 აგვისტოს ღამით მოხდა. ის ესპანეთის კუნძულის ღამის კლუბიდან გამოვიდა, სმარტფონი ამოიღო და აღმოაჩინა, რომ ინტერნეტში ავტობუსი შეიძინა, რომელიც 33,4 ათასი ევრო ღირს.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. იბიცა ცხოვრებას მინგრევს” – დაწერა ლიტლმა. პოსტის გამოქვეყნებისთანავე მას 43 ათასი მოწონება და დაახლოებით 5 ათასამდე გაზიარება ჰქონდა.
The Daily Mail-ის თქმით, კლუბში დიჯეად მომუშავე მააკაცმა ავტობუსი eBay-ზე შეიძინა. ლიტლის თქმით, მას ავტობუსი სრულებით არ სჭირდება და არც მართვის მოწმობა აქვს.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპს პარანოიის დიაგნოზი დაუსვა და რასიზმში დასდო ბრალი
შემდეგი სტატია,,გამოძიების პროცესში ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია”