ბრიტანელმა კატამ მერძევეს ფული მოპარა და სახლში მოიტანა

კატა-კლეპტომანმა, რომელსაც თავისი თვისების გამო მეზობლები კარგად იცნობენ, ათასგვარი ნივთების შემდეგ, რომელიც სახლში მოჰქონდა, ბოლოსდაბოლოს “რაღაც ნამდვილად ღირებული” მიიტანა – 25,7 ფუნტი სტერლინგი, რომელიც მერძევეს მოპარა.
კატა, რომლის სახელია ტეო, ინგლისის ქალაქ იპსვიჩში ცხოვრობს. ის ხშირად იპარავს საშობაო სათამაშოებს, მის პატრონს რეიჩელ დრუეს ხშირად უწევს მოპარული ნივთების პატრონების პოვნა.
საბედნიეროდ, ფულის პატრონის ვინაობის დადგენა მალე მოხერხდა. რეიჩელ დრუემ და მისმა ქმარმა თანხა დაზარალებულს დაუბრუნეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან
შემდეგი სტატიათავის დაწვის მცდელობა პოლიციის შენობასთან – დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა