ბრიტანელი ქურდი მეორე სართულის საპირფარეშოს ფანჯარაში გაიჭედა

დიდ ბრიტანეთში სასამართლომ გაასამართლა ქურდი, რომელიც კერძო სახლში ფანჯრიდან აპირებდა შესვლას და გაიჭედა – წერს  “ბიბისი”.

ინციდენტი ქალაქ რედკლიფში დეკემბრის თვეში მოხდა. მაღაზიიდან დაბრუნებულმა ხანშიშესულმა ქალბატონმა შენიშნა, რომ მისი სახლის მეორე სართულის საპირფარეშოს ფანჯარა ღიაა და მასში უცნობი მამაკაცია გაჭედილი. გამოძახებულმა პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ თავდაპირველად ქალის განცხადება ხუმრობა ეგონათ, “მაგრამ ის ამ ყველაფრისგან შოკში იყო”.
სახანძროს 20 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ მამაკაცი ფანჯრიდან ჩამოეხსნა. 47 წლის შონ კროშოუმ აღიარა, რომ სახლის გაქურდვას აპირებდა.
ინციდენტის ფოტო ბრიტანული პოლიციის ოფიციალურ “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში 400 ეჭვმიტანილი დააპატიმრა