ბრიტანელი მინისტრი ისრაელში საიდუმლო შეხვედრებს მართავდა

ბრიტანული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი პრიტი პატელი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე ორი დღის განმავლობაში ისრაელში საიდუმლო შეხვედრებს კამათი მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პატელი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ისრაელში დასასვენებლად იყო ჩასული. იქ ჰყოფნის დროს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად საიდუმლო შეხვედრები გამართა. ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შეხვედრების დროს, „ისრაელის კონსერვატიული მეგობრები“ (CFI) სახელწოდების  ლობის საპატიო პრეზიდენტი, ლორდ სტიუარტ პოლკიც ახლდა. პატელის ასეთმა ქმედებამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე მის პარტიაშიც უკმაყოფილება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშირუსთავში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიათურქეთში ცისფერი კვერცხის წარმოებას იწყებენ