ბრიტანელი იდრის ელბა დედამიწის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს

ბრიტანელი აქტივისტი და მუსიკოსი იდრის ელბა ჟურნალმა People “ყველაზე სექსუალურ მამაკაცად” დაასახელა. ელბა, რომელსაც “ყველაზე მეტი სექსუალური მომხიბვლელობა აქვს”, ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. თვითონ ელბა ამ აღიარებას გაკვირვებული შეხვდა, თუმცა, შემდეგ აღიარა, რომ “ძალიან ბედნიერია” და დაამატა, რომ მისი დედა ამით იამაყებს – “დოიჩე ველე” წერს.
იდრის ელბა ცნობილი გახდა ფილმებით. 2012 წელს მან “ოქროს გლობუსი” აიღო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში სერიალში “ლუთერი”. ელბას გამოშვებული აქვს სამი მუსიკალური ალბომი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და პუტინი სამუშაო სადილს 11 ნოემბერს გამართავენ
შემდეგი სტატიადემოკრატებიდან ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის ფავორიტი პოტენციური კანდიდატია