ბრიტანელი ჰენრი ვორსლი ანტარქტიდაში მარტო მოგზაურობისას დაიღუპა

ბრიტანელი ჰენრი ვორსლი ანტარქტიდაში მარტო მოგზაურობისას დაიღუპა

14ბრიტანელი მკვლევარი ჰენრი ვორსლი ანტარქტიდაში მოგზაურობისას დაიღუპა. სიკვდილი, როგორც იტყობინებიან, ორგანიზმის გამოფიტვისა და უწყლობის შედეგად დადგა. 55 წლის ჰენრი ვორსლი, ყოფილი სამხედრო, 71 დღის წინ გაემგზავრა მარტოდმარტო. ის აპირებდა ყოფილიყო პირველი ადამიანი, რომელმაც ანტარქტიდა მარტოდ გადაკვეთა.

მკვლევარის მეუღლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვორსლი ჩილეში ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.
ვორსლის 80 დღიანი მოგზაურობისას 1170 კილომეტრი უნდა გაევლო. მას თან წაღებული ჰქონდა საჭმელი, კარავი და მოწყობილობები.
მსვლელობის მანძილზე მკვლევარს 100 ათასი ფუნტის (142 ათასი დოლარის) შეგროვება უნდოდა საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც დაჭრილ და ავადმყოფ ომის ვეტერანებს ეხმარება.

banner
წინა სტატიაში,,ასეთ დროს, როცა ხალხს განსაკუთრებით სჭირდება ხელისუფლების თანადგომა, ჩვენი მინისტრები არაფერს აკეთებენ”
შემდეგი სტატია“უახლოეს პროცესებზე გამოვლინდება, რომ ბრალდება აგებულია ტყუილზე” – ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე