ბრიტანელები ბორის ჯონსონის ახალ პოსტზე: სიცილი და აღშფოთება სოციალურ ქსელში

ლონდონის ექს-მერის ბორის ჯონსობის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ინფორმაციამ გულგრილი არ დატოვა ბრიტანული ინტერნეტ-სივრცე: ზოგი მასზე ხუმრობს, ზოგი უჯავრდება მათ, ვინც მასზე ხუმრობს, ზოგი კი თვლის, რომ ახალ პირობებში საგარეო საქმეთა მინისტრობისთვის ჯონსონი ყველაზე კარგი კანდიდატურაა.

ბრიტანელი მომხმარებლების პირველი რეაქცია გაოცება და შოკი იყო: ძალიან ცოტა ელოდებოდა იმას, რომ ექსცენტრიული ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ბევრი მის დანიშვნას ხუმრობას უწოდებდა.

“ბორისი? საგარეო საქმეთა მინისტრი? ვინმეს შეუძლია მატრიცა გადატვირთოს, ეს ხუმრობა ძალიან გაიწელა” – ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან გევინ ნიულენდსმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ბორის ჯონსონი საგარეო უწყების ხელმძღვანელად – უკანასკნელი მოვლენების ფონზე, ეს მარწმუნებს იმაში, რომ ბრიტანეთი – ეს ან სოციალური ექსპერიმენტია, ან რეალითი-შოუ” – წერს მომხმარებელი სახელად Tig Savage.

Economist-ის ერთ-ერთი ავტორი ჯერემი კლიფი წერს, რომ როცა მან ორ გერმანელ დიპლომატს უთხრა ჯონსონის დანიშვნის შესახებ, მათ იფიქრეს, რომ ის ხუმრობს. “არც თუ ისე კარგი დასაწყისია” – წერს კლიფი.

სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ ქვეყანას საერთაშორისო არენაზე “ბრექსიტის” ყველაზე მხურვალე მომხრე წარადგენს – “ბიბისი” წერს.
“ბორისი საგარეოს ხელმძღვანელად? ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ უარესი არაფერი შეიძლება მოხდეს. რამდენი ქვეყნის გალანძღვას შეძლებს შაბათამდე?” – ბრიტანელი მწერალი ველ მაკდერმიდი წერს.

“ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი ბორისს საგარეო უწყების ხელმძღვანელად ნიშნავს: “უყურე ერთი, ამ უწესრიგობას, რომელიც შენ სამზარეულოს თაროზე შექმენი. კარგად უყურე. და მას ცხვირს აყოფინებს” – წერს მომხმარებელი Jane Johnson

სოცქსელების ზოგიერთი მომხმარებელი ჯონსონს “კლოუნს” უწოდებს, მის თმის ვარცხნილობას დასცინის და მის გამონათქვამებს იხსენებს აფრიკის მისამართით. ზოგიერთმა გავრცელა ფოტო, რომელიც 2012 წლის აგვისტოშია გადაღებული და სადაც ჩანს ერთ ადგილას, დროშით ხელში ატრაქციონზე გაშეშებული ჯონსონი.

არიან ისეთებიც, რომლებიც ჯონსონს იცავენ და მის დამსახურებებს იხსენებენ მისი მერობის პერიოდიდან. მის ახალ პოსტზე დანიშვნას მიესალმნენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს
შემდეგი სტატიათურქეთის გენშტაბი: გადატრიალებისას დაღუპულია 104 ამბოხებული