ბრიტანელ ტურისტს თვითმფრინავში გინების გამო შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანელ ტურისტს თვითმფრინავის ბორტზე გინების გამო შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – The Telegraph-ი წერს. მეთიუ უორელს საჰაერო ხომალდზე ეკიპაჟის მუშაობაში ხელის შეგნებულად შეშლის გამო წაუყენეს ბრალი. მამაკაცმა ბრალი აღიარა.
ინციდენტი ბრიტანული Jet2-ის რესიზე მოხდა, რომელიც მანჩესტერიდან ესპანეთის ქალაქ ტენერიფეში მიფრინავდა. 28 წლის მთავრალმა ტურისტმა ბორტგამცილებელს რამდეჯერმე შეუკვეთა ალკოჰოლური სასმელი. ბოლოს მათ მამაკაცს სასმელი არ მიუტანეს. უკვე კუნძულამდე მისვლისას, უორელი შიდა კავშირის სისტემამდე მივიდა, რომლის მეშვეობითაც, უცენზურო სიტყვებით მოითხოვა ალკოჰოლი. დაფრენისთანავე, დებოშისტი პოლიციას გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის მთავრობა Charlie Hebdo-ს ზვავის თემაზე გაკეთებული კარიკატურის გამო სასამართლოში უჩივლებს
შემდეგი სტატიაასტანაში სირიის საკითხზე რუსეთის, ირანის და თურქეთის კონსულტაციები დასრულდა