ბრიტანელ მოხალისეს, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, უთხრეს, რომ “განაჩენი მალე აღსრულდება”

ბრიტანელ მოხალისეს, რომელსაც ე.წ. დონეცკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, უთხრეს, რომ განაჩენი მალე აღსრულდება. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათი თქმით, ეიდენ ასლინი მათ დღეს დაუკავშირდათ და უთხრათ, რომ “დრო იწურება”.

ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს სიკვდილით დასჯა ე.წ. დონეცკის სასამართლომ მიუსაჯა.

ასლინი და პინერი უკრაინაში 2018 წელს გადავიდნენ და რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე წლით ადრე მსახურობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. კვირების განმავლობაში იცავდნენ ალყაში მოქცეულ მარიუპოლს, რის შემდეგაც ისინი დაატყვევეს. მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ მათ “დაქირავებულები” უწოდა და ბრალი დასდო ფულის გამო, უცხო ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაში.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ბრალი წაუყენეს ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ქმედებების მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიე.წ. შესაშინებელი სიების ყალბი ტირაჟირება ახალი არ არის – პროკურატურა ხოშტარიაზე
შემდეგი სტატიაუკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ოჯახის წევრ ქვეყანას იმსახურებენ – გალერი