ბრიტანეთის ერთ-ერთ დეპუტატს თავისი შავლანიანი კოლეგა დონ ბალტერი დამლაგებელში შეეშალა – ამის შესახებ დეპუტატმა “ბიბისის” ეთერში ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ის პარლამენტის შენობაში ერთ-ერთ ლიფტში შევიდა, რომელიც მხოლოდ კანონმდებლებისთვის არის განკუთვნილი. როცა ის კოლეგამ დაინახა (მისი ვინაობა არ სახელდება), ბატლერს მიმართა: “იცით, ეს ლიფტი დამლაგებლებისთვის არ არის”.
ლონდონის ყოფილმა მერმა კენ ლივინგსტონმა მომხდარს “სიგიჟე” უწოდა. “ის წლებია პარლამენტის დეპუტატია და ამასთანავე, რეგულარულად გამოდის სიტყვით” – განაცხადა მან, ინციდენტის ციტირებისას.
თვითონ პარლამენტარმა მომხდარს რასიზმი უწოდა. ბალტლერის თქმით, ის მსგავს სიტუაციებს რეგულარულად ეჯახება სამუშაო ადგილას. კერძოდ, კი 2008 წელს ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მას პარლამენტის შენობაში ყოფნის უფლება. პარლამენტარის პასუხზე, რომ ის დეპუტატია, მინისტრმა უპასუხა: “დღეს აქ ვინც მოხვდებათ ყველას უშვებენ”.
დონ ბატლერი იამაიკელი მიგრანტების შვილია. 46 წლის ასაკში ის პირველად 2005 წელს აირჩიეს დეპუტატად. 10 წლის შემდეგ კი ის ხელახლა მოხვდა საკანონმდებლო უწყებაში.