Brit Awards-ზე გამოსვლისას მადონა სცენიდან გადავარდა

Brit Awards-ზე გამოსვლისას მადონა სცენიდან გადავარდაამერიკელი პოპ-მომღერალი მადონა Brit Awards-ის დაჯილდოვებაზე გამოსვლისას სცენის კიბიდან გადავარდა.
როგორც ამ მომენტის ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, მომღერალი კიბეებზე იდა, მას აცვია გრძელი მანტია, რომელიც დიდი ალბათობით შოუს მოცეკვავეს უნდა გაეწია, რომ მომღერალი ეფექტურად მდგარიყო სცენაზე. მანტია ისე გაიჭიმა სცენაზე, რომ მომღერალი კიბეებიდან ჩამოაგდო.
როგორც დაჯილდოვებაზე მყოფი ჟურალისტები წერენ, დავარდნის შემდეგ მადონა სულ რამდენიმე წამით შეჩერდა და პრაქტიკულად მაშინათვე გააგრძელა სიმღერა. გვერდიდან ჩანდა, რომ დაცემა ძალიან მტკივნეული უნდა ყოფილიყო, თუმცა მადონას Instagram-ზე გამოჩნდა განცხადება, რომ მომღერალი თავს კარგად გრძნობს და რომ ინციდენტი მანტიას ხისტად შეკვრამ გამოიწვია.
„მე ვერაფერი გამაჩერებს და სიყვარულმა წამომაყენა ფეხზე“ – დაწერა მომღერალმა – მადლობა თქვები სურვილების გამო“.
საღამოს მთავარი გმირი მომღერალი ედ შირანი იყო, რომელმაც ორი ჯილდო მიიღო, მათ შორის „წლის საუკეთესო ალბომისთვის“, რომელიც 2014 წელს ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა. ის ასევე ბრიტანეთის საუკეთესო მუსიკოსად იქნა აღიარებული.
ორი ჯილდო მიიღო ასევე ბრიტანელმა სემ სმიტმა. თავის ემოციურ გამოსვლაში მუსიკოსმა, რომელიც თებერვალში გრემის ოთხი პრემიით იქნა დაჯილდოვებული, თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.
ბრიტანეთის საუკეთესო მომღერალ ქალად დასახელდა პალომა ფეიტი.
კატეგორიაში „საუკეთესო დემო“ მარკ რონსონმა გაიმარჯვა, საუკეთესო ბრიტანულ ჯგუფად კი – დუეტი Royal Blood დასახელდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ვიცე-მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიავაკის გამგებლის კანდიდატურა უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი