ბრინჯაოს პრიზიორმა 13 წლის უკრაინელმა კარატისტმა რუს კოლეგასთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა და დარბაზი დატოვა

ახალგაზრდული ლიგის შეჯიბრზე, რომელიც ესპანეთში ჩატარდა, 13 წლის უკრაინელმა, ევგენი მელნიკმა რუს სპორტსმენთან ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.
ამ შეჯიბრზე მელნიკმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ოქროს მედალი მიიღო რუსეთის მოქალაქემ, რომელიც ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდა.
მელნიკმა დემონსტრაციულად თქვა უარი ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე და დარბაზი დატოვა, რითაც იქ მყოფი უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერების აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ევგენი მელნიკის ამ ნაბიჯს უკრაინის კარატეს ფედერაცია გამოეხმაურა:
“ვულოცავთ ევგენის ახალგაზრდული ლიგის პირველ მედალს! მადლობა ცხადი უკრაინული პოზიციისთვის. მადლობა სპორტსმენის მშობლებს, მისი სწორად აღზრდისთვის. მადლობა მწვრთნელებსა და კლუბს მომავალი ჩემპიონის მხარდაჭერისთვის” – წერს უკრაინის კარატის ფედერაცია.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში შესარჩევი ეტაპი იწყება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე: გრძელდება საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი