ბრინჯაოს მედლის მფლობელი , გენო პეტრიაშვილი 11 წლის წინ ცხინვალის ტერიტორიაზე ჰყავდათ გატაცებული

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც დღეს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ზუსტად 11 წლის წინ, 19 აგვისტოს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და 3 თვე ცხინვალის ტერიტორიაზე ჰყავდათ დამალული.

14111662_1775697756048557_1580686928_n

ბავშვის გატაცება 2005 წლის 19 აგვისტოს კონფლიქტის ზონიდან, ფრონის ხეობის სოფელ ნულიდან მოხდა.

მაშინ შსს-მ მისი გატაცება პიდაპირ დაუკავშირა ცხინვალის რეჟიმს და რუსეთის მაშინდელ ე.წ. სამშვიდობო ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ცხინვალი უარყოფდა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის სწორედ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავდათ გატაცებული.

მისი გათავისუფლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ, 25 ნოემბერს მას შემდეგ მოხდა, რაც შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, გააკეთა განცხადება, რომ ძალოვანებისთვის ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო. გენო პეტრიაშვილის გათავისუფლება 25 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოხდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ინტერნეტში თურქეთში ქორწილის დროს განხორციელებული ტერაქტის პირველი კადრები ვრცელდება