ბრიჯით ბრინქსი: ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას და ჩვენ ამის გრძელვადიანი პოლიტიკა გვაქვს – ეს განცხადება, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწემ გააკეთა. ბრიჯით ბრინქსი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უახლოეს მომავალში გადაწყდება.

“შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გრძელვადიანი პოლიტიკა აქვს. ჩვენ ეს მხარდაჭერა გამოვამჟღავნეთ ნატო-ში. შეერთებული შტატები ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა არასდროს ვიკავებთ თავს ჩვენი აზრი გავუზიაროთ მათ. მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის სტრუქტურებში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია რჩება საკითხად რომელიც, იმედი მაქვს ახლო მომავალში განხორციელდება, რათა კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ქართველ ხალხს იმ ევროპული არჩევანისგან რომელიც მათ გააკეთეს,“-განაცხადა ბრიჯით ბრინქსმა.

banner
წინა სტატიაში“შესაძლებელია წლის ბოლომდე გადაწყვეტილება იქნას მიღებული”-ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩი ევროკავშირში: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება