ბრიჯიტ ბრინკი: თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ღია მედია გარემოს არსებობა

ამერიკელი დიპლომატი ბრიჯიტ ბრინკი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებს კურირებს დღეს დილიდან შეხვედრებს მართავს თბილისში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ შეხვედრებისას რუსთავი 2-ისა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

„ჩემი მესიჯი ასახავს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. მივესალმებით საქართველოს დამოკიდებულებას იმუშაოს ევროკავშირთან. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს რეგიონში რომ ის გახდეს სატრანსპორტო ცენტრი. რაც შეეხება რუსთავი 2-ის საკითხს ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ღია მედია გარემოს არსებობა. ყველა ჩვენგანმა მხარი უნდა დავუჭიროთ პლურალისტურ გარემოს სადაც არჩევნები იქნება შეფასებული როგორც თავისუფალი და სამართლიანი,“ – აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ღმერთო შენ გვიშველე! …ვახ, გლუვტვინიანო…
შემდეგი სტატიაახალი ვირუსი “ფეისბუქზე” და მასთან ბრძოლის მეთოდები